გიგა ავალიანის დედა პოლიციაშია - ეკა კუპატაძე შვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის გამოძიებას ითხოვს

04.11.26 17:36
გიგა ავალიანის დედა პოლიციაშია - ეკა კუპატაძე შვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის გამოძიებას ითხოვს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, ქალაქის პოლიციის სამმართველოში იმყოფება. ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარი საჩივრის საფუძველზე დაიბარეს.

კუპატაძე სამართალდამცველებს იმ პირების იდენტიფიცირებას სთხოვს, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მისი გარდაცვლილი შვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას გეგმავდნენ.

გიგა ავალიანის დედა მოითხოვს, დადგინდეს, ვინ დგას სავარაუდო ორგანიზებული კამპანიის უკან და რა მიზნით ვრცელდება სოციალურ ქსელებში მისი შვილის დისკრედიტაციისკენ მიმართული ინფორმაცია.

უკვე რამდენიმე დღეა სოციალური გვერდების საშუალებით ნია იმნაძის ოჯახი და მისი უფლებადამცველი გიორგი ლეკიშვილი პატივს და ღირსებას ულახავენ გიგა ავალიანს და ამით ახალისებენ კიდეც დანაშაულს. მათი მესიჯბოქსი არის ასეთი: გიგა ავალიანი იყო მოსაკლავი და უნდა მოეკლათ. ეს მესიჯბოქსი არა მარტო აზარალებს გიგა ავალიანს, რომლის უფლებებსაც მე აუცილებლად დავიცავ ყველაფრის ფასად, არამედ მოქმედებს მომაკვდინებლადაც არასრულწლოვნების მოწყვლად გონებაზე. 

გააყალბეს გიგა ავალიანი სოციალური გვერდი და არასწორი კონტექსტით გაავრცელეს რიგი ინფორმაციები, - ამბობს ეკა კუპატაძე. 

მსგავსი სიახლეები