შესაძლოა, დამწვარი იყოს საკომუნიკაციო ჰაბი, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლობა საკმაოდ დიდი დროით შეიძლება გაჩერდეს - ჟიჟილაშვილი

04.11.26 18:21
შესაძლოა, დამწვარი იყოს საკომუნიკაციო ჰაბი, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლობა საკმაოდ დიდი დროით შეიძლება გაჩერდეს - ჟიჟილაშვილი

 

 

"ფორმულას" ჟურნალისტებმა ამ დრომდე არ იციან, შეძლებენ თუ არა 20 საათიანი გამოშვების ეთერში გაყვანას - ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, დაუდასტურებლი ინფორმაციით, შეიძლება დამწვარი იყოს საკომუნიკაციო ჰაბი, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლობა საკმაოდ დიდი დროით შეიძლება გაჩერდეს. 

"ჩვენ არ ვიცით 112-თან ერთად კიდევ ვინ არის შიგნით, იქ ჩვენ აპარატურა გვაქვს, იქ ჩვენ მნიშნელოვანი ცნობები გვაქვს", - ამბობს ჟურნალისტი და აცხადებს, რომ შენობიდან გამოსვლამზე ტელევიზიაში ყველაფერი უსაფრთხოდ დატოვეს. 

ახლა უკვე ვფიქრობთ, რა მხოდა. ველოდები, ახლა რომ მითხრან, 20:00 საათზე ჩვენი ეთერი შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ გავიდეს, თუმცა, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, რომელიღაც სართულზე, ხან მეხუთეს ამბობენ, ხან მეექვსეს, იყო ჰაბი საკომუნიკაციო, რომელიც შესაძლოა დაიწვა. ეს რა ნიშნავს - მაგთის, სილქნეტის, ყველა საკომუნიკაციო არხი თუ ამ ეტაპზე დამწვარია შენობაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მაუწყებლობა საკმაოდ დიდი დროით შეიძლება გაჩერდეს. მე რაც მაღელვებს, კი 112-ს მადლობა, კი ყველა გამოიყვანა უვნებელი, თუმცა ჩვენ არ ვიცით 112-თან ერთად კიდევ ვინ არის შიგნით, იქ ჩვენ აპარატურა გვაქვს, იქ ჩვენ მნიშნელოვანი ცნობები გვაქვს, მეხსიერება გვაქვს ჩვენი ტელევიზიის, დავწერე კიდეც, რომ ფრთხილად იყვნენ, ჩვენ ყველაფერი იქ უსაფრთხოდ დავტოვეთ. როცა გამოვედით იქ არაფერს არც ცეცხლი ეკიდა, არც წყალი ესხა, არაფერი უნდა იყოს არც გაფუჭებული, არც დამწვარი და ახლა უბრალდო რამე არ მოხდეს, ეს უბრალოდ გაფრთხილებისთვის", - განაცხადა ნინო ჟიჟილაშილმა. 

ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ბიზნეს ცენტრში, სადაც ერთი საათის წინ ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ტელეკომპანია "ფორმულას" გარდა არაერთი კომპანიის ოფისია განთავსებული.  

მსგავსი სიახლეები