საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია - მარტა კოსი "ოცნებას" კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას, საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასა - თქვა, რომ ჩვენს ქვეყანში "ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით".
ევროკომისარმა პირდაპირ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. მან საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლისკენ მოუწოდა.
როგორც მარტა კოსმა აღნიშნა, ვითარების შეცვლასა და ახალი ეტაპის დაწყებაზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით. ევროპის გზა რჩება გახსნილი თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის კურსს და კვლავ ერთგული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების. ჩვენი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების უცვლელია“, - განაცხადა მარტა კოსმა.
მარტა კოსს "ევროსკოპის" რედაქტორმა ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ პარტიების აკრძალვას გაწევრიანების პროცესზე, რაზეც ევროკომისარმა განაცხადა, რომ "ოპოზიციურ პარტიების აკრძალვის მცდელობა ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის".
ასევე ნახეთ: