პოპულისტური და არასერიოზული - ნიკოლოზ ალავიძე „რითეილ ასოციაციის" განცხადებაზე

02.05.26 17:21
პოპულისტური და არასერიოზული - ნიკოლოზ ალავიძე „რითეილ ასოციაციის" განცხადებაზე

პოპულისტური და არასერიოზული - ასე აფასებს "ჯერ საქართველოს წევრი, ნიკოლოზ ალავიძე „რითეილ ასოციაციის" განცხადებას.  

  • როგორც „რითეილ ასოციაციის" მიერ გავცრელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეიქმენა საოჯახო კალათა და ამ კალათაში შემავალი პროდუქტები გაიყიდება სპეციალურ ფასად (ფასდაკლებებით). თუმცა, ჯერ უცნობია რომელი პროდუქტები შევა ამ  კალათაში.

ალავიძის თქმით, ქსელური მარკეტების მიერ დაანონსებული ინიციატივა 3-დან 6 თვემდე პერიოდსაც ვერ გასტანს - "ეს ყველაფერი  დამაზიანებელია ამ დარგისთვისაც, ბიზნესისთვისაც და დამაზიანებელი საზოგადოებისთვისაც". 

მოდით ცოტა იუმორით შევხედოთ ამას, რადგან ეს პრაგმატული განცხადება არ არის. ყველამ კარგად ვიცით გენიალური "ცისფერი მთები" - "შაბიამნის პარტია მოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოიტანესო". საბჭოთა კავშირში, გეგმიურ ეკონომიკაში იყო ასეთი ცნება - ხუთწლედის გეგმა სამ წელიწადში, დაახლოებით ამ ორის შედარებსი კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი. ეს არის კიდევ და კიდევ პოპულისტური, არასერიოზული. საშუალო ვადა ჩვენ ნუ გვგონია 8-9 და 12 თვე - 3-დან 6 თვემდე პერიოდსაც ვერ გასტანს ეს ყველაფერი - დამაზიანებელია ამ დარგისთვისაც, ბიზნესისთვისაც და დამაზიანებელი საზოგადოებისთვისაც. ფასების ზრდა არის გლობალური პრობლემა კაცობრიობსი ისტორიის. პრობლემა ჩვენი ამ ფასების ნაწილში არის დაბალი შემოსავალები. ეს დაბალი შემოსავალი რომ არის, ლოგიკური შედეგია იმ პოლიტიკის, იმ ცუდი და არასწორი მმართველობის, რასაც ვაკვირდებით 14 წლის მანძილზე, მაგრამ განსაკუთრებულად კოვიდ-პანდემიის შემდგომ. ამას დაემატა ჩვენს სამეზობლოში ომი და აქედან გამომდინარე ეს პროცესები უფრო დაჩქარდა", - აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე. 

დაპირების მოუხედავად, აპრილის ბოლოსთვის ფასების შემცირება არ დამდგარა. 1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.

კომისიის თავმჯდოამრემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.

დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.

  • პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
  • დოკუმენტი, რომელიც 70-მდე კომპანიასთან შეხვედრასა და 80-ზე მეტი ბიზნესის საოპერაციო ხარჯების ანალიზს ეფუძნება, აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეგზავნება.
  • კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა მედიასთან თქვა, რომ დასკვნა ჯერ ბიუროზე გავა კენჭისყრაზე, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებას დეტალური დამუშავებისთვის გადაეცემა.