ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე - როგორ პასუხობს პროკურორი "ხარებას" დაკითხვაზე დასმულ კითხვას

02.05.26 17:35
ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე - როგორ პასუხობს პროკურორი "ხარებას" დაკითხვაზე დასმულ კითხვას

ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე - პროკურორი გიორგი ნადირაძე ამბობს, რომ ენმ-ს წევრმა, მარიამ დოლიძემ გამოძებას იგივე ინფორმაცია მიაწოდა, რაც "საჯაროდ აქვს ნათქვამი".

გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, ინტენსიურ რეჟიმში. ამ ეტაპზე გამოკითხულია რამდენიმე ასეული მოწმე, ასევე გამოთხოვილია ათეულობით საათი ვიდეო-ჩანაწერებისა, რასაც გამოძიება დეტალურად სწავლობს. ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რა ინფორმაცია მიაწოდა მოწმემ გამოძიებას, დაგიდასტურებთ მხოლდო იმას, რომ მან რაც საჯაროდ განაცხდა, იგივე ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. 

ცნობისთვის, მარიამ დოლიძის დასახელებულ გვარებს შორის იყო გდდ-ს ყოფიი შეფი, ზვიად ხარაზიშვილის, სწორედ ამიტომ, "პირველების" ჟურნალისტმა პროკურორს ჰკითხა, იგეგმება თუ არა აღნიშნული საქმის ფარგლებში "ხარებას" გამოკითხვა, რაზეც სახელმწიფო მბრალდებელმა ასეთი პასუხი გასცა: 

კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე მე ვერ მოგახსენებთ, მათ შორის ვერ დაგიდასტურებთ ან გამოვრიცხავ უკვე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებსაც - ანუ ჩემი პასუხი ისე არ გაიგოთ, თითქოს გიდასტურებთ, რომ რომელიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია ან არ არის ჩატერებული. ამ საკითხე ნამდვიალდ ვერ ვისაუბრებ, თუმცა კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ საგამოძიებო უწყებას აქვს იმის მზაობა, რომ ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება გარკვეული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, პირების იდენტიფიცირებისთვის, რომ შემდგომში შეფასდეს, არის თუ არა მათი ქმედება  არის თუ არა დანაშაულებრივი", - ამბობს პროკურორი. 

ასევე ნახეთ

2 დღის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე, ენმ-ს წევრმა მარიამ დოლიძემ განაცხადა, ხაბეიშვილზე განხორიცელებულ ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გდდს  სპეციალური ოპერაციების მართვის სამმართველოს თანამშორმლები, მთავარი სამმართველოს უფროსი - იაგო ახალკაცი, სამმართველოს უფროსები - ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი, ასევე მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი - დავით ყამარაული. 

მისივე განცხადებით, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ "ხარება" და მისი მოადგილზე მირზა კეზევაძე. მარიამ დოლიძე ასახელებს პოლიციის მაღალჩინოსნის, გოგა მემანიშვილის გვარსაც.