მოქალაქე პოლიციას გადაბირებისა და ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს - შსს ბრალდებებს უარყოფს

03.05.26 20:34
მოქალაქე პოლიციას გადაბირებისა და ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს - შსს ბრალდებებს უარყოფს

ფონიჭალაში მცხოვრები როვშან შახვერდოვი აცხადებს, რომ მას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გიორგი თანდიაშვილი პოლიციაში საუბრისთვის იბარებს. მისი თქმით, სამართალდამცველი საკუთარ ვინაობას თავად ასახელებს, თუმცა რა საკითხზე სურს მოქალაქესთან შეხვედრა, უცნობი რჩება.

შახვერდოვის მტკიცებით, მას ინფორმატორობას აიძულებენ და სთხოვენ ფარულ გადაღებასა და ინფორმაციის შეგროვებას ფონიჭალაში მცხოვრებ პირებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, აკრძალულ ნივთიერებებს ავრცელებენ. მისი თქმით, უარის შემთხვევაში სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადებითა და დაკავებით ემუქრებიან.

მოქალაქე ასევე აცხადებს, რომ ზეწოლა ხორციელდება მის ოჯახზეც — მათ შორის ფეხმძიმე მეუღლესა და მშობლებზე. შახვერდოვის თქმით, პოლიციელები ოპერატიული ავტომობილებით მის საცხოვრებელ სახლთან ხშირად ჩნდებიან, რაც, მისი შეფასებით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმას წარმოადგენს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები