ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მდგომარეობა კრიტიკულია - რას წერს ომბუდსმენი ანგარიშში

03.05.26 20:41
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მდგომარეობა კრიტიკულია - რას წერს ომბუდსმენი ანგარიშში

საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები მძიმე პირობებში იმყოფებიან. დოკუმენტი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე მომზადდა, მრავალ პრობლემურ გარემოებას ასახავს.

ანგარიშის თანახმად, კლინიკებში ფიქსირდება პაციენტების მიმართ ძალადობა, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, პერსონალის დეფიციტი და შეზღუდვის მეთოდების ხშირი გამოყენება. აღნიშნული პრაქტიკა, კანონის მიხედვით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა რეალურად პაციენტების დამშვიდება ხშირად დაბმით ან მედიკამენტური ჩარევით ხდება.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საცხოვრებელი ოთახები და სველი წერტილები კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, რიგ სტაციონარებში კი პარაზიტებისა და მღრღნელების არსებობაც დაფიქსირდა. პაციენტებს ხშირად არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი სივრცე, რის გამოც მათი შენახვა ცელოფნის პარკებში უწევთ.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მრავალწლიანი დაკვირვება მიუთითებს — მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება და საჭიროებს სისტემურ ცვლილებებს.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები