მაღალი იერარქების ნაწილი მეუფე ისაიას მხარს დემონსტრაციულად უჭერს - რას ამბობენ მღვდელმთავრები

03.05.26 20:01
მაღალი იერარქების ნაწილი მეუფე ისაიას მხარს დემონსტრაციულად უჭერს - რას ამბობენ მღვდელმთავრები

საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების ფონზე დაძაბულობა მატულობს. მაღალი იერარქების ნაწილი დემონსტრაციულად უჭერს მხარს ნიქოზის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას, რომელსაც პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.

მეუფე ზენონმა ისაიას პროცესიდან ჩამოშორება უსამართლობად შეაფასა და საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც მის მხარდასაჭერად განცხადებები გააკეთა. მან ასევე ფოტოები გადაიღო იმ მღვდელმთავართან, რომელიც მოსაყდრე შიოს მხარდამჭერებს შორის მიუღებლად მიიჩნევა და საჯაროდ დასვა კითხვები ეკლესიის შიდა საკითხებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის პატრიარქობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის — მოსაყდრე შიო მუჯირი და მეუფეები იობი და გრიგოლი. მათ შორის, მხოლოდ ერთის მიმართვას ჰქონდა პოლიტიკური შინაარსის შეფასება.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძრიდან ქადაგებისას განაცხადა, რომ პატრიარქის არჩევნები არ უნდა დაემსგავსოს იმ ტიპის არჩევნებს, რომელიც ქვეყანაში ტარდება.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები