აფეთქებები რუსეთში - ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებზე თავდასხმა მოხდა

05.05.26 10:54
აფეთქებები რუსეთში - ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებზე თავდასხმა მოხდა

5 მაისის ღამეს, რუსეთის 18 რეგიონში რაკეტებისა და დრონების დარტყმის გამო განგაში გამოცხადდა. პირველი რაკეტის საფრთხის შესახებ გაფრთხილება უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრში გავრცელდა.

წინასწარი ინფორმაციით, დარტყმა იყო სამხედრო დანიშნულების და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

აფეთქებები იყო ჩუვაშეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ჩებოქსარიში. რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ჩებოქსარიში სარაკეტო შეტევა იყო ქარხანა „პროგრესზე“, რომელიც სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს.

აფეთქებები იყო რუსეთის ლენინგრადის ოლქის კირიშის რაიონში. რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ტელეგრამ-არხზე გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობით, ღამის განმავლობაში 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ხანძარია კირიშის სამრეწველო ზონაში. რა იწვის, გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია.