მოსამართლე კაპანაძემ თამუნა თევზაძეს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

05.05.26 18:38
მოსამართლე კაპანაძემ თამუნა თევზაძეს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეზე სამოქალაქო აქტივისტს, თამუნა თევზაძეს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 8 პროცესი გაიმართა. 3 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 1 დააჯარიმეს, 1 საქმის წარმოება შეწყდა, დანარჩენი პროცესები კი გადაიდო.

მსგავსი სიახლეები