დაიკარგა თუ მოიპარეს მეუფე იობის დიპლომი - სკანდალი საპატრიარქოში

05.05.26 20:36
დაიკარგა თუ მოიპარეს მეუფე იობის დიპლომი - სკანდალი საპატრიარქოში

მეუფე იობის დიპლომს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქობის კანდიდატს ღვთისმეტყველური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაძლოა მოპარეს, „ტვ პირველის“ ეთერში მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გააჟღერა.

ეპისკოპოსი გიორგი ამბობს, რომ მეუფე იობის დიპლომი ეპარქიაში ინახებოდა. მისი თქმით, დოკუმენტი ბოლოს ორი თვის წინ ნახა, თუმცა იმ მომენტში, როდესაც საპატრიარქოში წარსადგენად გახდა საჭირო, ის უკვალოდ გაქრა.

მეუფე გიორგი ასევე აცხადებს, რომ დიპლომის საპატრიარქოში მიტანას რუის-ურბნისის ეპარქიის ხელმძღვანელს დაჟინებით ერთ-ერთი ეპისკოპოსი სთხოვდა.

დოკუმენტის არქონის გამო მეუფე იობმა წარადგინა სტუდენტის მოწმობის ასლი და მცხეთის სასულიერო სემინარიის მაშინდელი რექტორის, მეუფე ზოსიმეს წერილი, სადაც დადასტურებულია, რომ მას საღვთისმეტყველო განათლება აქვს.

დაიკარგა თუ მოიპარეს — ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული, რომ მეუფე იობს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარედგინა? რუის-ურბნისის ეპარქიის მმართველი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

თუ ეპისკოპოსმა დიპლომი ვერ წარადგინა, შესაძლოა ის პატრიარქის არჩევნებს გამოეთიშოს. სწორედ ამიტომ, დღეს სასულიერო სემინარია საგანგებოდ შეიკრიბა, რათა აღნიშნული.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები