გახდება თუ არა ნანა სანდერსის ჩვენება გამოძიების დაწყების საფუძველი - რა მოხდა რუსთავის ციხეში
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერსმა დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პატიმრობის პერიოდში თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
მისი თქმით, ციხეში თანამშრომლების მხრიდან ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა განიცადა, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. სანდერსი ამტკიცებს, რომ სწორედ ამის გამო აბაზანაში თვითმკვლელობა სცადა.
ადვოკატი აცხადებს, რომ ნანა სანდერსი 8-თვიანი პატიმრობის განმავლობაში არაერთხელ გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მისი თქმით, დაკავებულს არ მიეცა შესაბამისი სამედიცინო დახმარებაც.
დღის ბოლოს სანდერსისა და მისი ადვოკატის განცხადებებს პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა. უწყებაში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პატიმარი სიმართლეს არ ამბობს.
ვრცად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.