საქართველოში სამოხელეო დანაშაული 22%-ით გაიზარდა - ქრთამის აღების ფაქტები სამჯერ მეტია
საქართველოში სამოხელეო დანაშაულის შემთხვევები გახშირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 249 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.06%-ით მეტია. განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა ქრთამის აღებისა და ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები.
უწყების მონაცემებით, ქრთამის აღების 41 ფაქტი გამოვლინდა, რაც წლიურად 215%-იან ზრდას ნიშნავს. ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები კი 500%-ით გაიზარდა და ხუთს მიაღწია.
ამავე პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 106, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 39, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული 249 სამოხელეო დანაშაულიდან მხოლოდ 62 გაიხსნა. შესაბამისად, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 24.9%-ს შეადგენს.