პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის 16 წლის შვილი სკოლაში სასტიკად ცემეს

04.11.26 14:07
პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის 16 წლის შვილი სკოლაში სასტიკად ცემეს

ძალადობა სკოლაში - მეთერმეტე კლასის მოსწავლის ოჯახი განათლების სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს. საქმე ეხება თანაკლასელის ცემის საქმეს.

ნაცემი მოზარდის მშობელი  175- ე საჯარო სკოლის მანდატურების, მასწავლებლის და დირექციის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

დედა ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება თავდაპირველად გაკვეთილზე მოხდა, როცა ძალადობაში მხილებულმა მოსწავლემ მის შვილს სათამაშო თვითმფრინავი ესროლა. სიტყვიერი უთანხმოება კი გაკვეთილის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა, სადაც მოზარდი გონების დაკარგვამდე სცემეს. 

ოჯახი ამბობს, რომ თანაკლასელის მიერ ნაცემ ბიჭს სახლის ძვლები ჰქონდა დალეწილი და მას გადაუდებელი ოპერაციაც კი დასჭირდა. 

ჩემი შვილი ამბობს, რომ მოძალადემ კლასში ესროლა თვითმფრინავი, ამავდროულად იყო დაცინვის მომენტები, რითაც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ჩემმა შვილმა ეს ქაღალდის თვითმფრინავი აიღო და უკან დაუბრუნა. ამის შემდეგ, მოძალადე ადგა და ხელი გაარტყა სახეში.

შემდეგ როგორც დისციპლინარულ კომიტეტზე გავიგე, მასწავლებელი ამბობს უარს, რომ ეს მას არ დამინახავს. კლასშივე მოხდა ჩემს შვილზე ძალადობაც და მუქარაც,  მოძალადემ უთხრა: "გამოხვალ გარეთ და დაგელაპარაკები". შემდეგ უნდა ჰქონოდათ სპორტის გაკვეთილი. როგორც მიყვება ჩემი შვილი და თანაკლასელები, ჩანთებს ტოვებდნენ დამრიგებელთან და გადიოდნენ სკოლის ეზოდანაც კი, არამცთუ სპორტზე ჩადიოდნენ.

მთელი კლასია გასული სკოლის ეზოს გარეთ და არა მარტო მოძალადე და ჩემი შვილი. მოძალადემ ჩემს შვილს უთხრა, რომ გავიდეთ ცალკე და დავილაპარაკოთ. ჩემმა შვილმაც, რა თქმა უნდა, ჩათვალა, რომ ალბათ, სავარაუდოდ, რიგითი მოლაპარაკება და დალაპარაკება იქნებოდა და გაყვა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, როგორც ჩემი შვილი მიხსნის, სახე მომიტანა სახესთან, მარცხენა ხელით აქვს დარტყმული სახის არეში.

ჰაიმორის ძვლების მოტეხილობა აქვს. ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია. ფირფიტა აქვს ამ ეტაპზე, ჩაყენებული. პირველივე დარტყმის შემდეგ გაითიშა ჩემი შვილი, რაც საფეთქელთან ახლოს მოხდა ჰაიმორის ძვალზე.

სავარაუდოდ, ტკივილმა და ამ დაზიანებამ გათიშა ბავშვი და არ ახსოვს რა მოხდა ან ვერ დაინახა, ხელში ეჭირა თუ არა რამე. გათიშვის შემდეგ გამოაფხიზლა ამ მოძალადის ფეხის დარტყმამ, ისევ თავის არეში ურტყამდა, იმიტომ, რომ ჩვენ გამოკვლევები ჩავუტარეთ მთელ სხეულზე და მხოლოდ თავში აქვს და თვალთან ტრავმები მიყენებული"- განაცხადა მოზარდის დედამ. 

სკოლაში მომხდარ დაპირისპირებაზე ამბავი TVPIRVELI.GE-მ გუშუინ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს , რომ გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული. 

მსგავსი სიახლეები