გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - მძიმედ დაშავდნენ ოჯახის სხვა წევრებიც

04.11.26 14:14
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - მძიმედ დაშავდნენ ოჯახის სხვა წევრებიც

9 წლის ბავშვი ემსხვერპლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ კოლაგში მომხდარ ავარიას.

ერთ-ერთი ვერსიით ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა, თავდაპირველად ბოძს შეეჯახა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათგან ერთი, 9 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მამა, დედა და და 2 წლის გოგონა კი დაშავდნენ.

დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.