მედია: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია - დილიდან აფეთქებების ხმა უკრაინის რამდენიმე ქალაქში ისმის
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია - უკრაინული მედიის ინფორმაციით, დილიდან აფეთქებების ხმა უკრაინის რამდენიმე ქალაქში ისმის
როგორც მედია იუწყება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში დნიპროში აფეთქებების ხმა გაისმა. რუსებმა ასევე შეუტიეს ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმს, დონეცკს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაშავებულები.
- ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
- პუტინის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 მაისს 00:00 საათიდან ამოქმედდებოდა.