მეუფე შიო გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
ეეკლესიაში უამრავი ადამიანია შეკრებილი - წირვას ესწრება ბიზნესმენი, "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე.
- მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
ცნობისთვის, გუშინ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა მეუფე ისაუბრა კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე და თქვა ისიც, რომ პატრიარქის მოსაყდრე საშიშია პატრიარქად საქართველოს ეკლესიისთვის.
ახლა საინტერესოა, უპასუხებს თუ არა მოსაყდრე შიო მეუფე ზენონის განცხადებებს.
მეუფე ზენონის განცხადებები:
- მეუფე შიო საშიშია პატრიარქად საქართველოს ეკლესიისთვის - მეუფე ზენონი
- მეუფე ზენონი: ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება, ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება
- საპატრიარქოში ჩამოყალიბდა უკანონო ჯგუფი და საკუთარ თავს იმის უფლება მისცეს, რაც კანონიკას არ მიუნიჭებია - მეუფე ზენონი
- ასახელებენ ბიზნესმენს, რომელმაც რამდენიმე მღვდელმთავარს მეუფე შიოსთვის ხმა სთხოვა - მეუფე ზენონი
- სუს-ის ფაილების გამო, ნებისმიერი ხელისუფლება უნდა გადამდგარიყო - მეუფე ზენონი
- მეუფე ისაია დაამცირეს, სინოდზეც ვთქვი - თქვენ ამცირებთ ამ ადამიანს, ეს არის შეურაცხყოფა - მეუფე ზენონი