დღეს არ არის ჩვენი სასამართლო, არამედ ამ ქვეყნის სასამართლოა - პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის საბოლოო სიტყვა
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვას ამბობენ - ცოტა ხნის წინ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა დაკავებულმა პოლკოვნიკმა, ლაშა ბერიძემ და თქვა, რო პროკურატურას საქმეში არცერთი მტკიცებულება არ წამოუდგენია, რომელიც მათ ბრალს დაადასტურებდა.
დღეს არ არის ჩვენი სასამართლო, არამედ ამ ქვეყნის სასამართლოა - თქვა ლაშა ბერიძემ.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ციხეში შეზღუდვები აქვს, ერთხელ მაინც მიიღო წერილი, რომელსაც უამრავი "აკაცუკი" აწერდა ხელს.
"ეს სიტყვა „ქოცების“ მოგონილი დამამცირებელი სიტყვა მეგონა. ამიხსნეს სერიალი ყოფილა, „ნარუტო“ და „აკაცუკები“ ბოროტებას ებრძვიან. და კი, ვარ „აკაცუკი“, არ მაქვს პრობლემა“ - განაცხადა ლაშა ბერიძემ.
პროფესიონალი მოძალადე ვარ-მეთქი და კიდევ გავიმეორებ. მაგრამ საქმე იმაში არაა, მე რას გავიხუმრებ და რას არა. საქმე იმაშია, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას.
არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია პროკურატურას. დიდი ძალისხმევაც არ გაუღიათ, რომ საქმე შეეკერათ. ამ პოლიტიკური პროცესის მთავარი არსი არის დაშინება. ეშინოდეს, ვისაც პროტესტის გამოხატვა მოუნდება, გარეთ მყოფი საქართველოს მოახლოების დაშინებას ემსახურება, რომ ვერ გაბედონ პროტესტი.
პოლიტიკურადაც მცდარი გადაწყვეტილებაა, არამარტო სამართლებრივად, თუ ადამიანებს ასეთი მძიმე განწყობა აქვთ პროტესტის, ის მაინც მივა მიტინგზე, მაგრამ მოვა და იფიქრებს, რა მშვიდობიანადაც არ უნდა მოვიქცე, მაინც მათრევენ ციხეში და მაშინ ჯობია ჩავიდინო დანაშაულიო. შემდეგი თაობის ხალხი, ვინც მოვა, ვშიშობ, რომ უკეთ „შეიარაღებული“ იქნება. ერჩივნებათ, იმაზე გაასამართლონ, რაც მართლა ჩაიდინეს, თუ მაინც უნდა გაასამართლონ.
350 000 ადამიანი სოციალურად გაჭირვებული და მშიერია. ლარნახევარს აძლევენ და იმასაც ჰპარავენ. ხანდახან მეშინია, არ გაბაზრდეს, ციხეში კვება გამოსწორდაო და ამ ხალხმა დანაშაული არ ჩაიდინოს, ციხეში უკეთ გვაჭმევენო.
აკრძალული მაქვს, მაგრამ ერთხელ მაინც მივიღე წერილი. არც ვიცი, ვისგან. სხვადასხვა „აკაცუკი“ აწერს ხელს. ეს სიტყვა არც ვიცოდი მანამდე, „ქოცების“ მოგონილი დამამცირებელი სიტყვა მეგონა. ამიხსნეს სერიალი ყოფილა, „ნარუტო“ და „აკაცუკები“ ბოროტებას ებრძვიან. და კი, ვარ „აკაცუკი“, არ მაქვს პრობლემა.დღეს არ არის ჩვენი სასამართლო, არამედ ამ ქვეყნის სასამართლოა. გამოჩნდება რამდენად დაშინდება მოსახლეობა და რამდენად მიიყვანს ბრძოლას მშვიდობიან გამარჯვებამდე. ასეთი გადაწყვეტილება შეიცავს რისკებს, რომ შესაძლოა შემდეგ პროტესტი მშვიდობიანი აღარ იყოს“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.“ - განაცხადა ლაშა ბერიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს გამოაცხადებს.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.