ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელდა

21.09.26 21:13
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელდა

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელდა.

ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცია და 7 ქალი, ასევე ერთი ოჯახი 3 ბავშვით.

ირლანდიის პოლიციაში აღნიშნეს, რომ დეპორტირებულთაგან 4 მამაკაცი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იყო გასამართლებული.

დუბლინის აეროპორტიდან თბილისში ფრენა 20 სექტემბერს განხორციელდა.