დედაჩემს მინდა ვუთხრა, არ ინერვიულოს - ირაკლი ჩხვირკია

07.05.26 17:35
დედაჩემს მინდა ვუთხრა, არ ინერვიულოს - ირაკლი ჩხვირკია

თუ თქვენ ოდნავ მაინც თავისუფალი იქნებით თქვენს გადაწყვეტილებაში, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქედან წავალ სახლში - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს სასახლის ღობის საქ,ეზე დაკავებულმა ირაკლიი ჩხვირკიამ.

ბრალდებულმა განსასჯელის სკამიდან შეუთვალა დედას, რომ რა განაჩენიც არ უნდა დადგეს საქმეზე, არ ინერვიულოს. 

დედაჩემს მინდა ვუთხრა, არ ინერვიულოს. პირველი არაა, ვერაფერი ვერ დავანახე ნერვიულობის მეტი ცხოვრებაში. მაგრამ ძლიერი ქალია და გაუძლებს. მთავარია, იცის, რომ მართალი ვარ და უდანაშაულო.
პესეჟესა და ბაიერნს შორის თამაშის მერე წუხელ, გულშემატკივრებმა დაანგრიეს და გადაწვეს ქალაქი. ქართული კანონმდებლობით, ორგანიზატორი იყო ლუის-ენრიკე და შემსრულებელი ხვიჩა კვარაცხელია.
თუ თქვენ ოდნავ მაინც თავისუფალი იქნებით თქვენს გადაწყვეტილებაში, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქედან წავალ სახლში. თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც აქამდე, ისევ გამაცილებთ გლდანში.“- თქვა ჩხვირკიამ. 

ამ წუთებში, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე სათათბიროდ არის გასაული - ბრალდებულების საქმეზე მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ ცოტა ხანში გამოაცხადებს. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.