ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვისზეც წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა - გურამ როგავა

07.05.26 18:25
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვისზეც წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა - გურამ როგავა

 

 

ჟურნალისტი გურამ როგავა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პროკურატურის მიერ მასზე თდვასხმის ბრალდებით დაკავებულ პირთა შორის არ არის ის პირი, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში არის დაიდენტიფიცირებული და რომელზეც წყარომ მიაწოდა ინფორმაცია. 

როგავს თქმით, პროკურატურას არ დაუსახელებია არც დაკავებულებსი ვინაობა და არც ინიციალები, რაც ჟურნალისტის განცხადებით ეჭვებს ბადებს. 

პროკურატურაში გამართული ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს ჩემთვის. იქ არ დასახელებულა არავის ვინაობა, ინიციალები არ უხსენებიათ. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვისზეც ჩვენ წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს საბოლოო ჯამში გამოძიება. მე მაინტერესებს სად არის ზვაიდ ხარაზიშვილი, დავით ყამარაული, ვასილ გასვიანი, ლუკა ედილაშვილი. ესენი არიან სწორედ ის მაღალი თანამდებობსი პირები, რომლებიც ამ სსიხლიან ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ", - აცხადებს გურამ როგავა. 

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა. 

ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები