პასუხი მოქმედი მოსამართლის განცხადებაზე - არჩევნებზე აღმოჩენილ სავარაუდო დანაშაულებებს პროკურატურა არ გამოიძიებს

07.05.26 20:47
პასუხი მოქმედი მოსამართლის განცხადებაზე - არჩევნებზე აღმოჩენილ სავარაუდო დანაშაულებებს პროკურატურა არ გამოიძიებს

მოქმედი მოსამართლე სისტემას ამხელს. ვლადიმერ ხუჭუა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს და პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს. ხუჭუა ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა. ის ამბობს, რომ საქმის განხილვის პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც სხვა დანაშაულებზეც მეტყველებს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პროკურატუარს რამდენიმე თვის წინ მიმართა. ეს პერიოდი საგამოძიებო უწყება მას არწმუნებდა, რომ მის მიმართვას სწავლობდნენ. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ კი პროკურატურამ თქვა, რომ შეისწავლეს, დანაშაულის ნიშნები ვერ გამოავლინეს და გამოძიება არ დაიწყეს. 

საარჩევნო დავების სრულფასოვანი გამოძიება არის მთავარი რეკომენდაცია, რომლის შესრულებისკენ ქართულ ოცნებას თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა. ამას ვკითხულობთ ეუთო ოდირის დასკვნაში, მოსკოვის მექანიზმის შეფასებით დოკუმენტში და სხვა საერთაშორისო ანგარიშებში. თუ ეს რეკომენდაცია არ შესრულდება, საქართველოში ყველა მომდევნო არჩევნები ქვეყნის გარეთაც ნდობას დაკარგავს.

ხმის ფარულობის დარღვევა, ამომრჩეველზე ზეწოლა, მოსყიდვა თუ დაშინება - ვინ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ ფაქტების გამოძიება ივანიშვილის პარტიისთვის სარისკოა, რადგან მისმა შედეგმა შესაძლოა მის ძალაუფლებას სამომავლოდ საფრთხე შეუქმნას.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.