ვინ დააჯერა ივანიშვილი, რომ მისი ერთ დროს სანდო კაცი ჯაშუში იყო? - ალაპარაკდება თუ არა გიორგი უძილაური
ვინ დააჯერა ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი ერთ დროს სანდო კაცი ჯაშუში იყო? - გიორგი უძილაურის ოჯახის წევრი "პირველებს" ეუბნება, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებით "ოცნებამ" ევროპას დაარტყა, რადგან უძილაური "ოცნების პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგი იყო.
ევროპული ქვეყნის ჯაშუშად გამოცხადებული ივანიშვილის ყოფილი პრესმდივანი დანაშაულს არ აღიარებს. ის დღეს სასამართლომ ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. გრიფირებულ საქმეზე მოსამართლემ დახურულ კარს მიღმა იმსჯელა. დავით კურტანიძეს დაახლოებით ნახევრი საათი დასჭირდა საიმისოდ რომ გადაწყვეტილება გამოეცხადებინა, პროცესს ესწრებოდა ჯაშუშობაში მხილებული კაციც, თუმცა მას დუმილი არც განსასჯელის სკამიდან დაურღვევვია.
საიდან ჰქონდა გიორგი უძილაურს სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა, რომელი სახელმწიფოს სპეც სამსახურთან თანამშრომლობდა და მოქმედებდა თუ არა მარტო - ამ კითხვებს დღეს პროკურორმა არ უპასუხა. სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება, რაც იმას ნიშნავს რომ გამორიცხული არ არის ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს.