რით დასტურდება ბრალდებულების კავშირი? - სასახლის ღობის საქმის პროკურორის კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

07.05.26 20:13
რით დასტურდება ბრალდებულების კავშირი? - სასახლის ღობის საქმის პროკურორის კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

სასახლის ღობის საქმე - პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდებულების ქმედებებს სასამართლომ შესაბამისი და სამართლებრივად სწორი შეფასება მისცა.

სახელმწიფო მბრალდებელს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რით დასტურდება ბრალდებულების - მაგალითად გური ჟვანიას და თორნიკე მჭედლიშვილის კავშირები პაატა ბურჭულაძესთან, ირაკლი ნადირაძესთან ან პაატა მანჯგალაძესთან, რაზე პასუხადაც პროკურორმა ასეთი პასუხი გასცა: 

მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გაკეთებული მოწოდებების შემდგომ, ორგანიზებული ჯგუფი დაიძრა პრეზიდენტის სასახლისკენ, რომლებმაც ძალადობრივი ქმედებებით შეეცადნენ, რომ შესულიყვნენ, შეჭრილიყვნენ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე [შენობაში]. ესენი იყვნენ ორგანიზებული, ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ერთ შემთხვევაში უმოწყალოდ ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს. თქვენ იხილეთ დაზარალებული ლაშა ჯუღელის ჩვენება, წაქცეულზე 10-10 ადამიანო უმოწყალოდ სცემა მას, ვიხილეთ თორნიკე მჭედლიშვილის კადრები, რომელიც უმოწყალოდ იქნევდა ჯოხს პოლიციის თანამშრომლებიც მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად კარგად ვიხილეთ დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები და ამას შესაბამისი, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლომ“, - განაცხადა პროკურორმა.

სასახლის ღობის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მსგავსი სიახლეები