დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო - ანდრია ჯაღმაიძე
დეკანოზ ადნრია ჯაღმაიძის თქმით, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის დიპლომის დაკარგვის საკითხზე, “ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, რადგან დაკარგული დიპლომის აღდგენა სრულიად შესაძლებელია.“
სასულიერო პირის თქმით, ყველას ესმის, რომ დიპლომი ცარიელი ფურცელი და ყდები არ არის და მისი აღდგენა შესაძლებელია.
„დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, დაიკარგა ეს დიპლომი თუ მოიპარეს. ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ დიპლომი არ არის ცარიელი ყდები და ფურცელი, ეს არის არქივში ჩანაწერები. ადამიანი რომ კარგავს პირადობის მოწმობას თუ მართვის მოწმობას, ამის აღდგენა სრულიად შესაძლებელია და ახლიდან არ აბარებინებენ გამოცდას“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.