სირცხვილია, “ოცნების“ მთავრობავ ამდენი პატიმარი რომ გყავთ, ამდენი დედის ცრემლი თქვენ არ შეგრჩებათ - ხაბეიშვილის დედა
სირცხვილია, “ოცნების“ მთავრობავ ამდენი პატიმარი რომ გყავთ, ამდენი დედის ცრემლი თქვენ არ შეგრჩებათ, - ამ სიტყვებით მიმართა ლევან ხაბეიშვილის დედამ, მარინა კოტრიკაძემ ინგა გრიგოლიას “რეაქციიდან“ მმართველ გუნდს.
მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ მისი შვილი უდანაშაულოა, დარწმუნებულია, რომ ციხიდან არ გამოუშვებენ.
რამდენ წელს მიუსჯიან არ ვიცი, მაგრამ გარეთ რომ არ გამოუშვებენ ამაში დარწმუნებული ვარ. ლევანთან, რომ არანირი მტკიცებულება არ აქვთ და იმდღეს თქვა კიდევაც, რომ 9 თვის განმავლობაში 9 წინადადება მისი საწინააღმდეგო არ თქმულა. 4 ოქტომბერს დაკავებულებსაც რა დანაშაული აქვთ - თვითონ მოუწყვეს პროვოკაცია. სირცხვილია, “ოცნების“ მთავრობავ ამდენი პატიმარი რომ გყავთ, ამდენი დედის ცრემლი თქვენ არ შეგრჩებათ, - თქვა კოტრიკაძემ.
მან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებაც ისაუბრა:
უმძიმესია ჩემთვის 4 ოქტომბრის საქმე. ჩემთვის ლევანია ყველა - ირაკლიც, პაატააც, პაატაც, მურთაზიც, ნიკაც, ყველა, ვინც 4 ოქტომბერს დაიჭირეს, სინდისის პატიმრებიც, სუყველაზე გული შემტკივა, ყველანი ჩემები ხართ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი.