ექსკლუზიური ინტერვიუ "ხარებასთან" - გდდ-ს ყოფილი შეფი ფიქრობს, რომ მისი სპეცრაზმელები "ჩაუშვეს"
პირველი ინტერვიუ "ხარებასთან" - გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილი ფიქრობს, რომ მისი სპეცრაზმელები სისტემის შიგნიდან "ჩაუშვეს".
შიგინდან ჩაუშვეს ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეს ბიჭები რა შუაში არიან - ამბობს ზვიად ხარაზიშვილი.
ხარებასთვის გაუგებარია, როგორ დაადგინეს ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე მოძალადე პირების ვინაობა, როცა ყველა მათგანს დარბევის დროს ნიღაბი და სპეციალური ეკიპირება ეკეთა.
თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ და თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება, ემ ჩავჯდები - ეუბნება" პირველებს" ზვიად ხარაზიშვილი.
რა გითრხა ერთი, ჩემი პასუხი არის ყველასთან, ჩემი ბიჭების წინაშე და ჩემი სამხედროს წინაშე, მე ადრეც ვთვქი ბევრჯერ, გუშინ მთელი დღე ტელეფონმა ტვინი წაიღო, ყველა ჩემთან რეკავდა, ან მე რას მირეკავთ, ვერ გავიგე?
მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ.
არვიცი იდენტიფიცირება მოხდა რომ? ეს არ ვიცი. ახლა მასკიანი ადამიანები, იცით ნიღბიანები , ეკიპირებით... ჩაშვებულია აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერეს. შიგინდან ჩაუშვეს ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეს ბიჭები რა შუაში არიან.
ვინმეს კი არ ვამართლებ და ხელს კი არ ვაფარებ, გადაცდომა ყველგან ხდება. გადახედეთ იმ სხვა ქვეყნებს, ვსიაც თქვენ ებაძებით, რეებს უშვებიან იქ ხალხს - ქალებს, ბავშვებიანად ბოდიში და წიხლის ქვეშ იდებენ.
არ ვიცი ადამიანი დაჭერილია და საჩვენებლად დაჭერილი მე არ მინახია. ციხეში ახლა მე რომ ვიჯდე და დამიჭირონ, როგორ ფიქრობთ, საჩვენებლად ვიქნები დაჭერილი? პატიმარი პატიმარია, ციხე ციხეა, საჩვენებელი მე არ ვიცი, რას ნიშნავს.
დასავლეთი რა შუაშია, რეები ხდება იმ ქვეყნებში თქვენ უკეთ არ იცით? ვინმეს თვალები გამოვთხარეთ, ვინმე მოვკალით?რა გავაკეთეთ ისეთი ჩენ, პირიქით, მივიღეთ იმდენი შეურაცხყოფა, დამცირება, ცეცხლები, მოლოტოვები გვესროლეს, რეები არ მოვითმინეთ", - ამბობს ხარება.
"პირველების" ჟურნალისტმა გდდ-ს ყოფილ შეფს ჰკითხა, დარბევებისა და ხალხზე ძალადობის საქმეებზე თვითონაც იყო თუ არა დაბარებული საგამოძიებო უწყებაში:
(ჟურნალისტი: - ბატონო ზვიად, თქვენც იყავით საგამოძებო უწყებაში დაბარებული?) არ არის ეგ თქვენი საქმე, თუ დამიბარებენ პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი არ დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებია. ეს ყველამ კარგად იცის", - აცხადებს ხარება.
შეგეხსენებთ, რომ 7 მაისს, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.
ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.