"თვალის ახვევის მცდელობაა" - ოპოზიცია ძალოვანების დაკავებაზე

08.05.26 11:46
"თვალის ახვევის მცდელობაა" - ოპოზიცია ძალოვანების დაკავებაზე

ძალადობაში მხილებული სპეცრაზმელების და პოლიციელების დაკავებას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს. "ოცნების" ოპონენტები ამბობენ, საქმე მხოლოდ რიგითი შემსრულებლების პასუხისმგებლობას არ ეხება და რეალური მართლმსაჯულება მანამდე არ დადგება, ვიდრე პასუხს ბრძანების გამცემი მაღალჩინოსნები არ აგებენ.

ამ პროცესს ერქვა სისტემური ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე კანონის დამცველების სახელით. სანამ არ იქნება დაპატიმრებული ყველა ის ადამიანი, ვინც სცემა ალეკო ელისაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დათო ქაცარავა, სხვა ადამიანები პოლიტიკური ნიშნით, სანამ არ იქნება ყველა ადამიანი პატატიმრებული, ვინც 70-ზე მეტი ადამიანი აწამა მიკროავტობუსებში აქციასთან ახლოს და ის ადამიანები, ვინც ჟურნალისტებზე იძალადეს და სხვები, სანამ არ იქნებიან პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირები დაპატიმრებულები და გასამართლებული, არ იქნება დადგენილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრის, გომელაურის და სხვების და სხვები, მანამდე ამას მართლმსაჯულებას ვერ დავარქმევთ. ამას რაც შეიძლება დავარქვათ, ეს არის გაგრძელება იმ პროცესის, რასაც ახლა ტყვეებით ვაჭრობა ჰქვია და მცდელობა ლუკაშენკოს სტილში, რომ რაღაც ან დასავლეთს, ან ქართული საზოგადოების უმრავლესობას დაანახოს, რომ მცდელობა აქვს რაღაც პროცესის ნორმალიზაციის ივანიშვილს, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი თაზო დათუნაშვილი. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ "ოცნება" დაკავებებით საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, თითქოს ქვეყანაში სამართლებრივი პროცესები რეალურად მიმდინარეობს. 

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის თვალის ახვევის მცდელობა საზოგადოებისთვის, მითუმეტეს, იმის პარალელურად, რომ დღეს კიდევ რამდენიმე პოლიტპატიმარი მივიღეთ ჩვენ და სავარაუდოდ, ეს სია გაფართოვდება. 5 ადამიანის მიერ დარბეული ყოფილა ეს აქციები, დანარჩენები არ სცოდნიათ, არცერთი მაღალი თანამდებობის პირი არ არის. არ უნდა წამოვეგოთ ბიძინა ივანიშვილის აი, ამ ტრიუკებს რომელსაც ის ყოველთვის გვთავაზობს, მაგრამ ეს ძალიან კარგად ჩანს, იკვეთება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან ჰქონდათ დღეს მათ შეხვედრა და მათთის ასევე დანახვებული იყო ეს ვითომ რეალობა. ბუნებრივია, ეს კაცი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტპატიმრები ჩატოვოს ციხეშ, თითონ ვითომ ვიღაცეები დაიჭიროს, ნაწილი პოლიტპატიმრების გამოუშვას და მერე, რავიცი, შეიძლება დანიშნოს რაღაც არჩევნები,რ ომელიც, სინამდვილეში, არჩევნები არ არის, - ამბობს ნიკა გვარამია. 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა იმ პირებს ეკისრებათ, ვინც ძალადობრივი ქმედებების ბრძანებებს გასცემდა. 

ყველამ კარგად იცის, რომ ამ სადისტური ძალადობრივი ქმედებების ბრძანების გამცემებია მთავარი, ვისგანაც ეს ბრძანება მოდიოდა და მეორეს მხრივ, საზოგადოებისთვის ისევ ჩვენება, რომ თითქოს მათ ისევ ძალა აქვთ და მხოლოდ ამას ვუკავშრებ მე 4 ოქტომბრის საქმეზე ამ რაღაცა სადისტურ განაჩენს, რომელიც გამოიტანა სასამართლომ. მთავარი არის ერთი რამ: ძალა არის ერთობაში, - ამბობს გიორგი ვაშაძე.  

ენმ-ს წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, სისტემა ძალადობაში მონაწილე სპეცრაზმელებს ჯერ უკანონო დავალებების შესრულებას აიძულებს, შემდეგ კი ისევ მათ სწირავს. 

დღეს, როდესაც სისტემა იჭერს ამ ხალხს, ეს ამ სისტემის შეკვეთა იყო, თორემ ეს სპეცნაზელი და პოლიციელი თავისი ნებით, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს, თუ მას არ დაავალებ, თუ მას დააძალებ, თუ მათ არ დააშნებ და რაღაცას არ მოსთხოვ და რაღაცას არ შეჰპირდები, ეს ადმაიანები, რა თქმა უდნა, ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებენ, მაგრამ ყველა იმ სპეცრაზმელმა უნდა იცოდეს, რომ ზუსტად ასე გასწირავს სისტემა, მათ შეასრულებინებს ბინძურ საქმეს, კანონს დაარღვევინებს და მერე დაიჭერს, - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.  

ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის ცემის საქმეები პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

მსგავსი სიახლეები