„სახლები თავზე გვენგრევა“ — ინგოროყვას ქუჩაზე ადგილობრივები მშენებლობას აპროტესტებენ

10.05.26 13:57
„სახლები თავზე გვენგრევა“ — ინგოროყვას ქუჩაზე ადგილობრივები მშენებლობას აპროტესტებენ

პროტესტია სამთავრობო კვარტალში. ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლები კომპანია „მილენიო კონსტრაქშენის“ მიერ მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სამუშაოები მათ საცხოვრებელ კორპუსებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივების თქმით, ოთხსართულიანი შენობის მშენებლობის პროცესში მათი სახლები კიდევ უფრო დაზიანდა. მოსახლეობა ამბობს, რომ შენობები უკვე ავარიულ მდგომარეობაში იყო, მიმდინარე სამუშაოების შემდეგ კი კედლებზე ბზარები გაიზარდა და უსაფრთხოების რისკმაც მოიმატა.

„სახლები თავზე გვენგრევა,“ — აცხადებენ მოქალაქეები და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი მოთხოვნაა, სამუშაოები დაუყოვნებლივ შეჩერდეს და ადგილზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდეს.

ინგოროყვას 3-ში, რომელშიც 80-იან წლებში გამაგრდა საძირკველი, უშუალოდ შეეხო მათი ბირღი ამ სამუშაოებს და ამ ბურღის გამო ინგოროყვას 3 ა გადაიხარა. სახლები დასკდა, მეტლახი გასკდა მთლიანად სახლებში, ბზარები იზრდება და ყველა სახლი ვარდება შიგ. აასე მეუბნებიან, რომელიც პირველი ჩავარდება შიგ, მაშინ გავაჩერებთ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ასე უნდა დავაზიანოთ? მფარველობა რომ არა, ტაძარი რომ შენდება, ტაძრისთვის ითხოვენ გეოლოგიურ კვლევას და ამ ადამიანს სანამ არ ვუჩივლეთ, რატომ არ ჰქონდა მიტანილი? სეისმოგრაფს მივწერე, წერილობითი დოკუმენტაცია მაქვს, რომ მოდით და ჩემს სახლში დააყენეთ სეისმოგრაფი და მომწერეს, რომ იმდენად ავარიული სახლი გაქვს, რომ აქ ვერ დადგება. მე ვარ მრავალშვილიანი დედა, წასასვლელი ფიზიკურად არ მაქვს. სახელმწიფო როგორ უნდა სწირავდეს მოსახლეობას კერძო ინვესტორის გამო?, - ამბობს ადგილობრივი. 

ბრალდებებს უარყოფს სამშენებლო კომპანია „მილენიო კონსტრაქშენი“. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველა სამუშაო კანონისა და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე მიმდინარეობს და მშენებლობა მიმდებარე შენობებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები