რა ბედი ელის 21-ე საჯარო სკოლას - განათლების სამინისტროში შეხვედრა დასრულდა

24.09.26 18:32
რა ბედი ელის 21-ე საჯარო სკოლას -  განათლების სამინისტროში შეხვედრა დასრულდა

განათლების სამინისტროში მიმდინარე შეხვედრა, სადაც მინისტრი 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს და პედაგოგებს ხვდებოდა, დასრულდა. 

რამდენიმე საათიანი შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა. "ვიდრე შენობის ფუნდამენტური შესწავლა არ მოხდება არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება" - ამბობენ შეხვედრიდან გამოსული მშობლები.

აუდიენციიდან გამოსულმა პედაგოგებმა და მშობლებმა ჟურნალისტებს უთხრეს მხოლოდ ის, რომ ისინი სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად წავლენ და შენობას დაათვალიერებენ.

“ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სკოლის ფუნდამენტური კვლევა ჩატარდეს, ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა სკოლის შენობის დანგრევის საჭიროება, საკმარისი იქნება თუ არა, რომ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდეს და გამაგრდეს გარკვეული ადგილები.

ამ ყველაფერს მთელი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და წლის ბოლოს იქნება პასუხები. ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვები შევიდნენ შენობაში და დაიწყოს სწავლის პროცესი”, - განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

პედაგოგების და მშობლების  მთავარ მოთხოვნად სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარება რჩება. მათი თქმით, სხვა შემთხვევაში ისინი სკოლის შენობასთან დაკავშირებით მიღებულ არანაირ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან.

შეხვედრა დასრულდა, ჯერ საბოლოო შეთანხმება არ გვაქვს, ეს მინდა, რომ გავაჟღერო, არაფერი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ორივე მხარემ გავაჟღერეთ პოზიციები და შევჯერდით იმაზე, რომ დამატებით ექსპერტიზის ბიუროს რა კითხვებიც გაეგზავნა და რა პასუხებიც მოვიდა, იმ პასუხებზე დაყრდნობით, შესაძლებელია...

 ჩვენი, მშობლების პოზიცია ასეთია, შესაძლებელია, რომ სკოლაში გავაგრძელოთ სწავლა მინიმალური სამუშაოები არის ჩასატარებელი სკოლის ფასადზე.

ახლა, როგორც წეღან აღინიშნა მიდიან, რომ დაათვალიერონ ეს ფასადი და შესაძლებელია, რომ უმცირეს, უმოკლეს დრეოში იქ რაღაც სამუშაოები ჩატარდეს და სწავლა გაგრძელდეს.

მეორე მნიშვბელოვანი მოთხოვნა რაც არის, რაც კიდევ ერთხელ გავჟღერეთ არის სიღრმისეული გამოკვლევის ჩატარება, რომლის საფუზველზეც შემდეგ უნდა გადაწყდეს რა ბედი ელის სკოლას, იქნება ეს რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, დემონტაჟი თუ რაც იქნება. ამ ექსპერტიზის გარეშე ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას ვერაფრით ვერ დავთანხმდებით და ჩვენი ცართულობა. დღეს დილით, რაც გაჟღერდა ინფორმაცია ეს არ იყო ჩვენი ჩართულობა, ეს არი იყო გადაწყვეტილება, რომელშიც ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ. შესაბამისად ყველა შემდეგ ნაბიჯზე ვითხოვთ, რომ ჩვენი აქტიური ჩართულობა ოყოს. იქ არის ახალი დადგენილებები, რის გამოც  მიღებულია ეს გადაწყვეტილება, რეალურად ახალი დადგენილებებით გვეუბნებიან, რომ ევროპული სტანდარტით სკოლა უნდა უძლებდეს მაღალ ბალიან მიწისძვრას. ოთხ სართულიანი როცა არის სკოლა ძელი სკოლების უმეტესეობა ასეთ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცაღა მაშინ გამოდის, რომ ეს შენობაც დასანგრევი არის განათლების სამინისტროში. თბილისში ყვგელა შენობა, ყველა ძველი სკოლა, ფაქტობრივად, დასანგრევი გამოდის. სხვა მეტი ისეთი დაზიანება სკოლას არ აქვს. ეს დამატებით გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხებმაც დაადასტურა და სესაბამისად არ აღმოჩნდა ავარიული ეს სკოლა და მცირე სამუსაოების შემდეგ მოგცცემენ უფლლებას, რომ დავბრუნდეთ სკოლაში. მტავარია ეს მოხდეს ზალიან მალე, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ თანახმა არც ონლაინს სწავლებაზე და არც სხვა სკოლაში გასვლაზე. 

დღეს დილით განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება.

მიქანაძის უწყების თანახმად, ზაფხულიდან სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები