საპატრიარქო არჩევნების გამო სამების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

10.05.26 16:35
საპატრიარქო არჩევნების გამო სამების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოძრაობა სრულად აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით, ხოლო ბუხაიძის ქუჩაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას მხოლოდ ქვეითად მოსიარულეები შეძლებენ.

შსს-ს ინფორმაციით, შეზღუდვები იმოქმედებს ასევე ახვლედიანის მოედანზე, ახვლედიანის აღმართზე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც — გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.

მოქალაქეებისთვის საპარკინგე სივრცეები მოეწყობა ახვლედიანის მოედანსა და ხეთაგუროვის ქუჩაზე. სამების ტაძრის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით ან ფეხით.

მსგავსი სიახლეები