ვინ შეცვლის ილია მეორეს - საქართველოს ეკლესია ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება

10.05.26 20:03
ვინ შეცვლის ილია მეორეს - საქართველოს ეკლესია ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხვალ ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩევენ. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ კენჭისყრისთვის ყველა საორგანიზაციო პროცესი უკვე დასრულებულია.

პატრიარქის არჩევა ფარულობისა და მკაცრი რეგულაციების პირობებში ჩატარდება. სამების ტაძარში შესვლას მხოლოდ სპეციალურ სიაში შეყვანილი დაახლოებით 1200 დელეგატი შეძლებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტაძარში მობილური ტელეფონების გამოყენებაც სრულად შეიზღუდება.

კენჭისყრის პროცესი დღის პირველ საათზე დაიწყება. სხდომის ნაწილი დახურული იქნება, ხოლო საზოგადოება პირდაპირ ეთერში მხოლოდ კენჭისყრის დაწყებასა და საბოლოო შედეგის გამოცხადებას იხილავს.

ვინ გახდება ილია მეორის შემცვლელი — მოსაყდრე მეუფე შიო, მეუფე გრიგოლი თუ მეუფე იობი, ამას წმინდა სინოდი ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს. თეოლოგებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ხვალინდელი გადაწყვეტილება განსაზღვრავს, რა მიმართულებით განვითარდება ეკლესია მომავალ წლებში და რამდენად შეძლებს საპატრიარქო რუსული გავლენებისგან დისტანცირებას.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები