დარბაზის ხეობაში პროტესტია - ექვსი სოფლის მოსახლეობა ოქროს მომპოვებელი სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს

10.05.26 20:30
დარბაზის ხეობაში პროტესტია - ექვსი სოფლის მოსახლეობა ოქროს მომპოვებელი სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის ხეობაში მცხოვრებლები განგაშის ზარს სცემენ და დახმარებას ითხოვენ, ვიდრე, მათი თქმით, პროცესები შეუქცევად ფაზაში გადავა. ექვსი სოფლის მოსახლეობა ოქროს მომპოვებელი სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს, რის გამოც მთის ფერდობებზე უკვე მძიმე ტექნიკით გათხრები მიმდინარეობს და პარალელურად მასობრივად იჭრება ტყე.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამუშაოები ისე დაიწყო, მოსახლეობისთვის წინასწარ ინფორმაცია არავის მიუწოდებია. მათი თქმით, სოფელში პროტესტის დაწყება მას შემდეგ მოუწიათ, რაც ტექნიკა უკვე ტერიტორიაზე მუშაობდა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს სოფლის მეურნეობითა და ფერმერული საქმიანობით ირჩენს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიმდინარე სამუშაოები მათ მიწებსა და მოსავალს საფრთხეს უქმნის და შესაძლოა რეგიონში მძიმე ეკოლოგიური პრობლემებიც გამოიწვიოს. მათი შეფასებით, პროცესის გაგრძელება ბუნებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და საბოლოოდ სოფლების დაცლის საფრთხეს შექმნის.

მოსახლეობის ინფორმაციით, ოქროს მოპოვებით რუსული კომპანია „არემჯია“ დაინტერესებული. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანიამ სამუშაოები ფარულად დაიწყო და კვლევითი პროცესიც მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. მოქალაქეებმა გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართეს, სადაც, მათი თქმით, დაუდასტურეს, რომ პროექტზე შესაბამისი ლიცენზიები და ნებართვები უკვე გაცემულია, თუმცა სხვა დეტალური ინფორმაცია არ მიუღიათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესები მათთვის კვლავ ბუნდოვანია და კითხვები, რომლებიც სამუშაოების მასშტაბსა და გარემოზე გავლენას ეხება, პასუხგაუცემელი რჩება.

ვრც;ად ნანხეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები