ჩემთან არავის ჰქონია საუბარი - მეუფე ანდრია შესაძლო ჩარევებზე

11.05.26 11:22
ჩემთან არავის ჰქონია საუბარი - მეუფე ანდრია შესაძლო ჩარევებზე

 

 

როცა ეს კითხვა ჩნდება, მეღიმება - ასე უპასუხა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს ეკლესიაში შესაძლო ჩარევებზე დასმულ კითხვას.

როგორც მეუფე ანდრია აღნიშნავს, მასთან არავის ჰქონია საუბარი.

როცა ეს კითხვა ჩნდება, მეღიმება. ვფიქრობ, ჩარევა როდესაც ხდება, ხდება ყველას მიმართებაში. შეიძლება მე და თქვენ ვისაუბროთ და აზრები გავუზიაროთ, მე ის კანდიდატი მომწონს, თქვენ მითხრათ მეორე, როგორ გამოდის? მე რომ გითხრათ, მე ის უფრო მომწონს, როგორ გამოდის, ჩარევა არის?! ჩემთან არავის ჰქონია საუბარი“,- აღნიშნავს მეუფე ანდრია გვაზავა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა მეუფე კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე ისაუბრა, თქვა, რომ კონკრეტული ბიზნესმენები  რამდენიმე მღვდელმთავარს შეხვდნენ და მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვეს.

მეუფე ზენონის განცხადებები: 

 

მსგავსი სიახლეები