რა თქმა უნდა, მყავს ჩემი რჩეული კანდიდატი - მეუფე ვახტანგი
ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ვახტანგი (ლიპარტელიანი) ამბობს, რომ პატრრიქრის არჩევნები ისე ჩაივლის, "როგორც საჭიროა".
მან დღეს მედიას უთხრა, რომ მისი რჩეული კანდიდატი ჰყავს.
კითხვაზე - როგორც ფიქრობს, პირველივე ტურში მოხდება თუ არა პატრიარქის გამოვლენა - მეუფე თქვა "ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს"
ისტორიული დღეა და სასიხარულო. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩაივლის ისე როგორც საჭიროა ჩვენი ერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა მყავს ჩემი კანდიდატი. ვერ გეტყვით (ვინმე მოხსნის თუ არა კანდიდატურას) არა მგონია", - თქვა მეუფემ.
მეუფე ვახტანგს დღეს ასევე კითხვა დაუსვეს ეკლესიაში შესაძლო ჩარევების შესახებაც, რაზეც მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ "გამორიცხულია".
- საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.
კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია
▪️ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
▪️ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
▪️ ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.
პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი - 20 ხმა.
თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. აქაც, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა მიიღოს.
კენჭისყრის პროცესი დღის პირველ საათზე დაიწყება. სხდომის ნაწილი დახურული იქნება, ხოლო საზოგადოება პირდაპირ ეთერში მხოლოდ კენჭისყრის დაწყებასა და საბოლოო შედეგის გამოცხადებას იხილავს.