პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი სამების ტაძარში მივიდა - კომენტარი
პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროლოპიტმა გრიგოლმა, სამების ტაძარში შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვეს.
მიტროპოლიტი მედიასტან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
„მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს. „იყავნ უფალო ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრემცა ქვეყანასა ზედა“. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
- საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.
კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია
▪️ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
▪️ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
▪️ ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.
პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი - 20 ხმა.
თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. აქაც, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა მიიღოს.
კენჭისყრის პროცესი დღის პირველ საათზე დაიწყება. სხდომის ნაწილი დახურული იქნება, ხოლო საზოგადოება პირდაპირ ეთერში მხოლოდ კენჭისყრის დაწყებასა და საბოლოო შედეგის გამოცხადებას იხილავს.