სამების ტაძარში მეუფე ისაია, მიტროპოლიტი დანიელი და ეკლესიის უხუცესი მღვდელმთავარი აბრაამი მივიდნენ

11.05.26 12:44
სამების ტაძარში მეუფე ისაია, მიტროპოლიტი დანიელი და ეკლესიის უხუცესი მღვდელმთავარი აბრაამი მივიდნენ

სამების ტაძარში, სადაც წუთი-წუთზე სინოდის გაფართოებული სხდომა უნდა დაიწყოს, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი მივიდნენ. 

ცნობისთვის, აღნიშნული სასულიერო პირები ის მღვდელმთავრები არიან, რომლებსაც ასაკობრივი ცენზის და დიპლომის არქონის გამო სინოდმა კანდიდატობაზე უარი უთხრა. 

სამებსი ტაძარში მივიდა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი და უპირატესი მღვდელმთავარი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამიც (გარმელია).

  • საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.

კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:

▪️ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
▪️ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
▪️ ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა. 

 პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი - 20 ხმა. 
თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. აქაც, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა მიიღოს.

კენჭისყრის პროცესი დღის პირველ საათზე დაიწყება. სხდომის ნაწილი დახურული იქნება, ხოლო საზოგადოება პირდაპირ ეთერში მხოლოდ კენჭისყრის დაწყებასა და საბოლოო შედეგის გამოცხადებას იხილავს.

მსგავსი სიახლეები