ჩემი მთავარი პრიორიტეტია, ილია მეორე შეირაცხოს წმინდანად - მეუფე ნიკოლოზი
ჩემი მთავარი პრიორიტეტია, ილია მეორე შეირაცხოს წმინდანად - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში კრების დაწყებამდე განაცხადა.
სასულიერო პირის თქმითმ, პატრიარქმა ილია მეორემ რაც 50 წელი აკეთა, ის საქმე უნდა გაგრძელდეს.
როდესაც ავირჩევთ საკუთარ სიტყვაში ყველაფერს გვეტყვის. მე ბევრჯერ მითქვამს, ჩემი მთავარი პრიორიტეტია პატრიარქი შეირაცხოს წმინდანად და ჩვენმა პატრიარქმა რაც 50 წელი აკეთა, ის საქმე გაგრძელდეს“,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს - კრება პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გახსნა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.
კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:
▪️ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
▪️ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
▪️ ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.
პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი - 20 ხმა.
თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. აქაც, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა მიიღოს.