წილკნელი მიტროპოლიტი, რომელიც პატრიარქობის კანდიდატების გამორჩევას არ დასწრებია, გაფართოებულ კრებას ესწრება

11.05.26 13:23
წილკნელი მიტროპოლიტი, რომელიც პატრიარქობის კანდიდატების გამორჩევას არ დასწრებია, გაფართოებულ კრებას ესწრება

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე, რომელიც სინოდის კრებაზე კანდიდატების გამორჩევას არ დასწრებია, სამების ტაძარში გაფართოებულ კრებაზე მივიდა.

როგორც მაღალმა იერარქმა კრების დაყებამდე მედიას უთხრა, ახალ პატრიარქს ეკლესია უნდა უყვარდეს მთელი არსებით

„ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება. ეკლესია უნდა უყვარდეს მთელი არსებით“, -განაცხადა მიტროპოლიტმა ზოსიმემ.

სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობას - დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ.

კრება პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ [მუჯირი] გახსნა. სწორედ ის თავმჯდომარეობს სხდომას. 

გაფართოებული კრების გახსნამდე, მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ პირველი სიტყვით მიმართა კრების მონაწილეებს, დელეგატებს, რომელთა რიცხოვნობა 1200-მდეა. [მცხეთა-თბილისისა და სხვა ეპარქიებიდან].

სინოდის წევრები, ჯამში 39 მღვდელმთავარი მიიღებს უშუალო მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში.

  • გაფართოებული კრების გახსნამდე, აღევლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება საპატრიარქო ტახტის სამივე კანდიდატი:

  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი),
  • ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. 

 

მსგავსი სიახლეები