„საქართველოს ბანკი“ ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია

14.05.26 16:28
„საქართველოს ბანკი“ ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია

"საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის გენერალური სპონსორი გახდა - სივრცის, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს და რომელმაც მნიშვნელოვანი როლის შეასრულა ქართული ჭადრაკის განვითარებაში.

ფოთის საჭადრაკო კლუბი დღეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრია რეგიონში, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები სწავლობენ როგორც ჭადრაკის თეორიას, ასევე პრაქტიკულ თამაშს.

პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება ტურნირების მხარდაჭერა, წარმატებული მოჭადრაკეების წახალისება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, რომელიც ახალგაზრდებს შეუწყობს ხელს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ ფოთის საჭადრაკო კლუბში აღიზარდნენ წარმატებული მოჭადრაკეები, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების პრიზიორები, საერთაშორისო ოსტატის ნორმის შემსრულებლები და საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებულები გახდნენ და რომლებიც საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ.

დღეს ჩვენი მთავარი მიზანიაფოთის საჭადრაკო კლუბმა კიდევ უფრო თანამედროვემრავალფეროვანი და ახალგაზრდებზე მორგებული გარემო შექმნასსწორედ ამიტომსაქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანიარადგან ის გვაძლევს შესაძლებლობასგავაძლიეროთ სასწავლო პროცესიგანვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ბავშვებსა და ახალგაზრდებს შევთავაზოთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის გამოსავლენადგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა რეგიონული კლუბებისთვისრადგან ის არა მხოლოდ სასწავლო გარემოს აუმჯობესებსარამედ ახალ თაობას დამატებით მოტივაციასა და განვითარების სტიმულს აძლევსპარტნიორობის ფარგლებში გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაიმართება როგორც საერთაშორისოასევე სხვადასხვა შიდა ტურნირი და ახალგაზრდული აქტივობარაც ხელს შეუწყობს ფოთში ჭადრაკის კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას“, - აღნიშნავს დათო კოდუაფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორი.

საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერაარათა ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობასრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალისწორედ ამიტომდავიწყეთ სტრატეგიული პარტნიორობა ფოთის საჭადრაკო კლუბთანრომელიც მიზნად ისახავს ჭადრაკის სფეროსროგორც ინტელექტუალური განვითარების ინსტრუმენტის ხელშეწყობასსასწავლო პროცესის გაძლიერებას და მოსწავლეებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო-სპორტული გარემოს შექმნასრაც გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში ძლიერი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრის ჩამოყალიბების საფუძველი გახდებათანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელება იგეგმება”, - აღნიშნავს ანი ლომთაძესაქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

NS

მსგავსი სიახლეები