ავარია გარდაბანში - ექიმის თქმით დაშავებულ 24 წლის ბიჭს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მოხდა თირკმლის ამოღება
გარდაბანში ავარიის შედეგად დაშავებული 24 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - როგორც რუსთავის კლინიკის ექიმმა "პირველებს" განუცხადა, დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
მედიკოსის თქმით, 24 წლის კაცისთვის დაზიანებების გამო მარჯვენა თირკმლის ამოღება გახდა აუცილებელი.
ამ დილით სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილია 24 წლის ბიჭი მძიმე მდგოარეობაში. სისხლდენა გამოხატული იოყო პირიდან და ცხვირიდან. დაწყებულ იქნა შესაბამისი კლინიკო-ლაბორატული კვლევები. ინსტრუმენტულად, კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა ჰემოპენიტორიუმი, ანუ სისხლი მუცლის ღრუში, ჰაერი მუცლის ღრუში. გაყვანილ იქნა სასწარაფო წესით ოპერაციულ ჩარევაზე. მოხდა მარჯვენა თირკმლის ამოღება, ტრამვული დაზიანები გამო. ღვიძლის ნახეთქები იყო, რომელიც გაიკერა. ამჯამად სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება მიდის, ტრამვატოლოგიური ჩარევა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ბირლიკში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, შემდეგ კი აალდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.