ავარია გარდაბანში - დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა - მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ერთი დაშავებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ბირლიკში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, შემდეგ კი აფეთქდა.
როგორც „პირველებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.