"იცოდეთ მკვლელებო, ახლა იმაზე საშიში გავხდი, ვიდრე წარმოგედგინათ!" - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

27.09.26 19:22
"იცოდეთ მკვლელებო, ახლა იმაზე საშიში გავხდი, ვიდრე წარმოგედგინათ!" - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, შვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხვალ, 28 ოქტომბერს, სხდომაზე მერაბ მალანიას მისი მოსმენა მოუწევს. კუპატაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში საქმის გამოძიების დეტალებზე, მტკიცებულებებსა და ბრალდებულთა ოჯახების ქმედებებზე საუბრობს და მათ არაერთ მძიმე ბრალდებას უყენებს.

"27 სექ­ტემ­ბე­რი გვტკი­ვა ყვე­ლას.....
2 ოქ­ტომ­ბრის დი­ლას 9:13 სთ-ზე, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ში ჩა­ი­დო პირ­ვე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა: გიგა ავა­ლი­ა­ნის ტე­ლე­ფო­ნი და პირ­ნა­ღე­ბი მა­სა­ლით (მოყ­ვი­თა­ლო-მომ­წვა­ნო კუ­ჭის წვე­ნით) სვე­ლი ტან­საც­მე­ლი. 8 ოქ­ტომ­ბერს, პრო­კუ­რორ მა­რი­ამ გი­გა­უ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მო­სა­მარ­თლე ნანა შა­მა­თა­ვამ და დად­გე­ნი­ლე­ბის მე-2 მუხ­ლში ჩა­წე­რა: "გა­მო­თხო­ვილ იქ­ნეს ეკა კუ­პა­ტა­ძის­გან ამო­ღე­ბუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი POCO-ს მო­დე­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია." 10 ოქ­ტომ­ბერს გიგა ავა­ლი­ა­ნის კუთ­ვნილ ტე­ლე­ფონ­ზე და­ი­ნიშ­ნა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და გა­მო­თხო­ვილ იქნა "რო­გორც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შე­ნა­ხუ­ლი, ისე წაშ­ლი­ლი, შე­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი ზა­რე­ბი, მი­მო­წე­რე­ბი, გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დეო ფა­ი­ლე­ბი, მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სრუ­ლად."
- სწო­რედ ამი­ტომ არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლა იგი­ვე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არც ერთი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი ლე­კიშ­ვილს, რო­მე­ლიც წა­მი­ე­რად ვარ­დე­ბა აფექ­ტში და ტო­ვებს გი­ჟის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რო­გორც კი ვინ­მე კი­თხვას შე­უბ­რუ­ნებს. ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ლე­კიშ­ვილ­მა მო­ა­ტყუა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. გიგა ავა­ლი­ა­ნის ტე­ლე­ფონს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის არ არ­სე­ბო­ბის გამო ვერ შე­ე­ხე­ბა "ის­რა­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი". თუმ­ცა 22 იან­ვარს მე მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია პრო­კუ­რა­ტუ­რას გი­გას პლან­შე­ტის შე­სა­ხებ და მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამო­ი­ღეს ყვე­ლა სა­ჭი­რო მა­სა­ლა გი­გას პლან­შე­ტი­დან. (გი­გას პლან­შე­ტის შე­სა­ხებ იცო­და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­მაც.)
როცა მხე­ცუ­რად მოკ­ლუ­ლი შვი­ლის ღირ­სე­ბის­თვის თა­ვა­წყვე­ტი­ლი დე­დის ბრძო­ლა­ში ფა­რიც და მახ­ვი­ლიც თა­ვად შვი­ლის ღირ­სე­ბაა, მა­შინ დე­დაშ­ვი­ლო­ბა დე­დაშ­ვი­ლო­ბა­ზე ძლი­ე­რია! მე, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­თუ ვწერ­დი პოს­ტებს, არა­მედ 2-3 დღე შე­მოს­ვლა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი და ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვი­საც კი ვერ ვიც­ლი­დი, 2025 წლის 18 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან არ გა­მიშ­ვია. მას შემ­დეგ, არც თქვენ აგიშ­ვი­ათ ჩემს პულსზე ხელი და ყვე­ლას გე­თაყ­ვა­ნე­ბით ამის გამო.
გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის წი­ნა­აღ­დეგ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ერთ მუშ­ტად შე­ვი­კა­რით, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, ასა­კი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა, სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვი­სა, რად­გან არც ერთ სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს არ უნდა მკვლე­ლე­ბის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა. სწო­რედ ამ ერ­თი­ა­ნო­ბამ შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა, გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა ფი­გუ­რან­ტი გი­სო­სებს მიღ­მა გა­მოგ­ვემ­წყვდია. ეს შევ­ძე­ლით და ბრძო­ლა ცოტა მო­ვა­დუ­ნე, რად­გან ფი­ზი­კუ­რად და­ვარ­დი, თან ვი­ცო­დი ჩემი შვი­ლი­კოს სი­მარ­თლეს სა­სა­მარ­თლო­ში სრულ­ფა­სოვ­ნად და­ი­ცავ­და ზეპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პრო­კუ­რო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი სო­ნი­ძე.
თუმ­ცა ბრძო­ლის ველი არ ყო­ფი­ლა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში! მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სრულ­ყო­ფი­ლად მა­ინც ვერ შე­ვა­ფა­სე ჩემი შვი­ლი­კოს მკვლელ­თა ოჯა­ხე­ბი. მათ და­ი­წყეს ტყუ­ი­ლე­ბით და ტროლ-ბო­ტე­ბით ხალ­ხზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. ხალ­ხი მათ­თვის ბრბოა, ჩემ­თვის კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის აზ­რსაც მას შემ­დეგ ვუ­წევ ან­გა­რიშს, რაც ცნო­ბი­ე­რე­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. ჰოდა, თუნ­დაც ერთ ადა­მი­ანს რომ შე­ე­პა­როს ეჭვი გი­გას სიწ­მინ­დე­ში, ესეც ბევ­რია. ხე­ლახ­ლა დამ­ჭირ­და ბრძო­ლა­ში ღიად გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ამი­ტო­მაც ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­ჭირს თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა ეკ­რა­ნებ­თან, რის­თვი­საც ბო­დიშს გიხ­დით თქვენც და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­საც.
- მაგ­რამ იცო­დეთ მკვლე­ლე­ბო, ახლა იმა­ზე სა­ში­ში გავ­ხდი, ვიდ­რე წარ­მო­გედ­გი­ნათ!
1-ელ ოქ­ტომ­ბერს გვი­ან ღა­მით და­ესხნენ თავს გი­გას. საქ­მის მა­სა­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბა: 2 ოქ­ტომ­ბერს ნია იმ­ნა­ძის დე­დამ და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას დე­დამ იცის, რომ ნიას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­ეს­ხა თავს გი­გას. სა­ვა­რა­უ­დოდ, 3, არა­უგ­ვი­ა­ნეს 4 ოქ­ტომ­ბერს ეს გა­ი­გო მე­რაბ მა­ლა­ნი­ა­მაც. შე­იმ­ჩნე­ვა კი­დეც მისი უცა­უ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვის­წავ­ლი. 9 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ძი­ე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ვი­და სწორ კვალ­ზე. 12 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის და გი­ორ­გი რი­კა­ძის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნა მა­შინ­ვე. ფიქ­სირ­დე­ბა კი­დეც, 12 ოქ­ტომ­ბერს ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვა­სა (მე­რაბ მა­ლა­ნი­ას ცოლი) და თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვილს (ნია იმ­ნა­ძის დედა) შო­რის თვალ­ში­სა­ცე­მად ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი (1814 წამი). 13 ოქ­ტომ­ბერს ნია იმ­ნა­ძის ოჯახს მი­უ­ვი­და უწყე­ბა, პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე და მა­შინ­ვე რე­კავს ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვა ჩემს კუთ­ვნილ ტე­ლე­ფონ­ზე, 157 წამი ესა­უბ­რე­ბა ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­ღაც წევ­რს და ად­გენს, რა ვი­ცით ოჯახ­მა.
2025 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს, გიგა ბი­ო­ლო­გი­უ­რად-აც გარ­და­იც­ვა­ლა. ჩემ­მა ის­ტე­რი­ულ­მა ვი­დე­ომ, იმ ღა­მეს­ვე მო­იც­ვა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. თუმ­ცა მშვი­დად ეძი­ნა ნია იმ­ნა­ძის და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას მშობ­ლებს. ლა­ღად ფშვი­ნავ­დნენ, როცა გიგა ავა­ლი­ა­ნის გვა­მი იფატ­რე­ბო­და და ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბო­და. 25 ოქ­ტომ­ბრის დი­ლას, კარ­გად გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლი ვა­ლე­რი­ან იმ­ნა­ძე (ნია იმ­ნა­ძის მამა) ურე­კავს ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვას. ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვა, მო­გა­ხა­რეს გი­გას სიკ­ვდი­ლი? მე არ და­ვუშ­ვებ, შვი­ლებ­მა წა­ა­ქე­ზონ და დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ მკვლე­ლებს, მერე კი ეს წა­ა­ხა­ლი­სონ და და­ა­კა­ნო­ნონ მშობ­ლებ­მა!
ხვალ, 28 ოქ­ტომ­ბერს, 15:00 სთ-ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­უ­წევს ჩემი მოს­მე­ნა მე­რაბ მა­ლა­ნი­ას!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

მსგავსი სიახლეები