აშშ-ში რუსეთის ელჩი გარდაიცვალა

11.11.26 23:33
აშშ-ში რუსეთის ელჩი გარდაიცვალა

აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა -  ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, ელჩი 11 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა .

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში დარჩიევის გარდაცვალების მიზეზი მითითებული არაა.

“გარდაიცვალა გამორჩეული დიპლომატი, გამოცდილი ხელმძღვანელი, კარგი მეგობარი და მასწავლებელი. მაღალი დონის პროფესიონალი, შესანიშნავი ამერიკანისტი, ა.ნ. დარჩიევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობდა”, - ნათქვამია განცხადებაში.