„ოცნების“ დეპუტატის ძმამ სახელმწიფოს დავა მოუგო - გიორგი არველაძეს თანხა ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადონ

27.09.26 21:11
„ოცნების“ დეპუტატის ძმამ სახელმწიფოს დავა მოუგო - გიორგი არველაძეს თანხა ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადონ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმა, ბიზნესმენი გიორგი არველაძე, „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ სასამართლოში დაუპირისპირდა და სახელმწიფოსგან თანხის გადახდას ითხოვს. დავა გუდაურში მდებარე მიწის ნაკვეთებს უკავშირდება. სასამართლომ არველაძის პოზიცია გაიზიარა, რის შედეგადაც თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოუწევთ.

გიორგი არველაძე კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელიცაა - სწორედ ამ კომპანიამ 2026 წლის აგვისტოში ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაიწყო. თავად არველაძე ადასტურებდა, რომ საწვავს ენგურის ხიდის გავლით აწვდიდა აფხაზ პარტნიორებს და მიწოდებული მოცულობა რამდენიმე დღეში 400 ტონამდე გაიზარდა.

ენმ-ში ამბობენ, რომ არველაძე გუდაურში, საბაგიროსთან მშენებლობას გეგმავს. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები