"მოთხოვნა, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, რატომ არის პრობლემა?" - მოსამართლე ნადარაია არჩილ გორდულაძეს
ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში "ოცნებას" შეტანილი აქვს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ - ეს საკითხი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განხილვის თემად იქცა.
თავდაპირველად მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ჰკითხა მოსარჩელე მხარეს ე.წ. ქარგო სანქციების შესახებ, შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დააზუსტა და "ოცნების" დეპუტატს, არჩილ გორდულაძეს ჰკითხა, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, რატომ არის პრობლემა?
მოსამართლე ვასილ როინიშვილი: ევროკავშირს რუსეთისთვის მე როგორც ვიცი დაწესებული აქვს "ქარგო სანქციებს" რომეძახიან, ტვირთბრუნვის სანქციები. ერთმანეთისგან ხომ განსხვავდება ფინანსური სანქციები და ტვირთბრუნვის სანქციები, ანუ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა. ანუ მაგას გვთოვენ თუ არ გვთხოვენ?
არჩილ გორდულაძე: ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, ევროკავშირს რა სანქციები აქვს დაწესებული და ვის მიმართ, აქ საუბარი არის, რომ საქართველოში იმართებოდა აქციები, რომელსაც პოლიტიკური პარტიები აორგანიზებდნენ ან მხარს უწერდნენ, სადაც მოთხოვნილი იყო, რომ არა ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეთო, არამედ საქართველომ დააწესოს საქნციები რუსეთის ფედერაციის მიმართ - საქართველოს მთავრობამ დაუშვას, რომ მოხალისეები ჩარტერული რესით წავიდნენ და ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში, მაშინ, როდესაც....
მოსამართლე ვასილ როინიშვილი: საქმის პროცესში მე მაგას დეტალურად გავარკვევ, მაგრამ თქვენგან მე დეტალურად მინდოდა გამეგო./.. უბრალოდ მაგის გამართლება იყო, მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, რომ ე.წ. ქარგო სანქციებზე მიერთებით საქართველო უფრო მეტად დაზიანდებოდა, ვიდრე რუსეთიოა, ეგ არგუმენტია...
არჩილ გორდულაძე: არა ნახეთ, მაშინ ფინანსურ სანქციებზე იყო საუბარი. აქ საუბარი იყო საქართველო სანქცირებულ ტვირთებს ატარებს თუ არა. საქართველო სანქცირებულ ტვირთებს არ ატარებს, მაგრამ თავის წილად, სანქციებს რუსეთის მიმართ არ აწესებეს.
მოსამართლე რევაზ ნადარაია: თუ საქართველო ასრულებსო ყველა ამ პირობას და მიერთებულია სანქციებს, ჩემი მოთხოვნა, რომ საქართველომ დააწესოს სანქციები, რატომ არის პრობლემა? მოდი ასე ვთქვათ, რა საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს სანქციები, რომ აკრძალვის საფუძვლად არის დასახელებული. ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს?
არჩილ გორდულაძე: იმ შემთხვევაში თუ საქართველო თავის წილ სანქციებს დააწესებს რუსეთის მიმართ, დაახლოებით სულ მინიმუმ 11%-ანი ეკონომიკური ვარდნა იქნება ამ ქვეყანაში.