"პირველების" ინფორმაციით, ცოლ-ქმარს 2 ნიღბიანი ლიფტში შეჰყვა და ესროლა - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

11.11.26 21:06
"პირველების" ინფორმაციით, ცოლ-ქმარს 2 ნიღბიანი ლიფტში შეჰყვა და ესროლა - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"პირველებმა" თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - მოკლულია  60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, სამსახურიდან სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  60 წელს გადაცილებული წყვილი ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც "პირველებს" ეუბნებიან, ცოლ-ქმარი სავაჭრო ცენტრ "საბაში" არიან დასაქმებულები.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დანაშავეები მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ. 

რა გახდა დანაშაულის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. 

დანაშაულის ადგილი ამ წუთებში რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული და პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. კორპუსის ეზოში კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება პროკურორი ლევან ვეფხვაძეც. 

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება დიდუბეში, გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, ცენტრ-პოინტის საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ მოხდა. 

 

მსგავსი სიახლეები