"ბენზინით სავსე ბოცები და თმით სავსე წინდა" - რას ამტკიცებდა ელისაშვილის საქმის მთავარი გამომძიებელი სასამართლოზე (დეტალები)

14.05.26 20:59
"ბენზინით სავსე ბოცები და თმით სავსე წინდა" - რას ამტკიცებდა ელისაშვილის საქმის მთავარი გამომძიებელი სასამართლოზე (დეტალები)

დამხვრიტეთ პირდაპირ,  მაინც იმას დაწერ რასაც გეტყვიან. პირდაპირ დაწერე რომ ჩამოახრჩვე - ამ სიტყვებით ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ მიმართა, რაც უკვე მეორედ მას სხომათა დარბაზში განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს. ელისაშვილს დღეს უნდოდა ეკითხა პროკურორისთვის, რატომ არ იჭერენ ამ დრომდე პოლიციელს, რომელიც ძალადობაშია მხილებული.

ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა ბრალდებულის კითხვა გაიგო, თუმცა არცერთი სიტყვა არ უთქვამს. მეორე წელი გავიდა პოლიტიკოსზე თავდასხმიდან, კონკრეტული ძალოვნების იდენტიფიცირების მიუხედავად საქმე კვლავ თაროზეა შემოდებული. 

ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ სხდომაზე ბრალდების მხარემ მთავარი გამომძიებელი გამოკითხა.  იულონ კორძაია  შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომელია, რომლიც ნოემბერში  საქალაქო სასამართლოში ინციდენტიდან 3 საათის შემდეგ მივიდა. მოწმე მოსამართლის თანდასწრებით ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილას "ბოცები" და "თმიანი წინდები" დახვდა.

გამომძიებელმა, რომლემაც თავდაპირველად გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაიწყო, ფიცის ქვეშ  თქვა, რომ კვალიფიკაცია საქმეზე სწორად ჰქონდა შერჩეული და ეჭვები შემთხვევის ადგილზე არც მას და არც საქმის ზედამხეველ პროკურორს სავარაუდოდ ტერაქტის მცდელობაზე არ გასჩენიათ.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.