"მივმართავთ ევროსასამართლოს" - ლილუაშვილი მართლმსაჯულებას სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევაში ადანაშაულებს

15.05.26 11:47
"მივმართავთ ევროსასამართლოს" - ლილუაშვილი მართლმსაჯულებას სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევაში ადანაშაულებს

გრიგოლ ლილუაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევაში ადანაშაულებს - როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე სუს-ის ექს-შეფის ადვოკატმა, რობერტ გირგალაშვილმა განაცხადა.

ვაჯერებთ პოზიციას, რომ ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართოთ ევროსასამართლოს - განაცხადა უფლებადამცველმა. 

გრიგალაშვილის განმარტებით, პოზიციების შეჯერება ხდება იმ დარღვევებზე, რომელზეც დაცვის მხარე მიიჩნევს რომ მართი პოზიცია უალტერნატივოდ მყარი იქნება.

არაერთი უფლებაა დარღვეული და ვსმჯელობთ ამაზე,  ვაგროვებთ ინფორმაციას, სად უფრო მყარი პოზიცია გვაქვს და მაგის მიხედვით.  არა საქმის მასალებთან დაკავშიებით არ არის. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ვაჯერებთ პოზიციას, რომ  ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართოთ ევროსასამართლოს და ა.შ. სტრუქტურებს. ევროსასამართლოს იმედი რა თქმა უნდა აქვს გრიგოლ ლილუაშვილს. იმ დარღვევებს, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ რომ ჩვენი პოზიცია უალტერნატივოდ იქნება მყარი, ამ ნაწილში რა თქმა უნდა, მივმართავთ. ვაჯერებთ ახლა და რომ შევჯერდებით, რაშიც გვექნება მყარი პოზიცია, მას შემდეგ გადავწყვეტთ", - აცხადებს რობერტ გრიგალაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 2 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. აღნიშნული მოწმეებიც, ისევე, როგორც გასულ სხდომაზე დაკითხულები, ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებას.

რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს: 

პირველი ეპიზოდი

  • „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.

მეორე ეპიზოდი

  • „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.

მესამე ეპიზოდი

  • „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
  • აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
  • ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი

  • „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
  • ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.

მსგავსი სიახლეები