დასავლური სამყარო სულ ცოტა ხანში დაიწყებს პაატას საქმის მოკვლევას - ბურჭულაძის შვილი
დაკავებული მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილი, ალექსანდრე ბურჭულაძე მსოფლიო მედიების და კულტურული ინსტიტუტების გამოხმაურებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ დასავლური სამყარო ამ საქმის მოკვლევას დაიწყებს.
ალექსანდრე ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ ბევრი კითხვა გაჩნდება, რომელზე პასუხის გაცემაც ქართულ სასამართლოს აუცილებლად მოუწევს.
ამ საქმეს უკვე გამოეხმაურა მსოფლიოს არაერთი კულტურული ინსტიტუტი, დაიწერა არაერთ ევროპულ მედიაში. საოპერო თეატრებმა მიმართეს თავიანთი ქვეყნის პრემიერ მინისტრებს ან პარლამენტს, სადაც მოთხოვნა იყო, რომ უნდა დაინტერესებულიყვნენ და განეხილათ პაატა ბურჭულაძის საქმე, რადგან ყველამ იცის, რომ მოკლებული იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს. დასავლური სამყარო სულ ცოტა ხანში დაიწყებს ამ საქმის მოკვლევას, გაუჩნდებათ ბევრი კითხვები, რომლებზეც მოუწევს უკვე ჩვენ სასმართლოს პასუხის გაცემა - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.
- ციხეში გამოკეტილი მსოფლი ბანის შესახებ მსოფლიო მედია წერს - უცხოელი ჟურნალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ბურჭულაძის დაკავება მის პოლიტიკურ აქტიურობასთანაა დაკავშირებული.
- ასევე, ევროპელი ხელოვანები და სახელოვნებო ინსტიტუბი მოითხოვენ, რომ ბურჭულაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არსებობს.